05:04 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 17:50:08, 813 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა ჯარის რაოდენობას ზრდის და ჯარისკაცებს ხელფასებს უსამმაგებს

ზელენსკიმ ხელი მოაწერა დადგენილებას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს პროფესიულ არმიაზე გადასვლას და ჯარის რაოდენობის გაზრდას.

”ეს დადგენილება ითვალისწინებს: სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების გაზრდას სამი მინიმალური ხელფასის დონეზე, უკრაინის გადასვლას პროფესიონალური არმიის საფუძვლებზე, კონტრაქტების ხანგრძლივობის გაზრდას, სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ოფიცრების კარიერული განვითარების სისტემის შექმნას, ასევე მომდევნო სამი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას 100,000 ადამიანით", - განაცხადა ზელენსკიმ.

უახლოეს წლებში უკრაინა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო ძალა გახდება. პარალელურად, ბრიტანეთი, პოლონეთთან და უკრაინასთან ერთად ახალი ალიანსის შექმნას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics