09:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 14:29:59, 644 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ეს არის ერთგვარი ომის პარტია, აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზციის უკმაოყფილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ტექსტი ჩამოყალიბდა ზუსტად ისე, როგორც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას, კერძოდ კი, „ნაცმოძრაობას“, რომელიც მისივე თქმით, „ერთგვარი ომის პარტიაა“ სურს, რომ უკრაინაში იხილოს ომი.

 „ეს რეზოლუცია, მისი ტექსტი ჩამოყალიბებულია ზუსტად ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რაც შეეხება ზოგადად ჩვენს მიდგომას საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ეს ყველამ კარგად იცის, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოლიტიკა. რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯების შედეგია, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბრებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორც ჩანს ეს არ ჰყოფნით, როგორც ჩანს უნდათ მეტი. ეს არის ერთგვარი ომის პარტია, მათ აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში, ეს პირდაპირ ჩანს მათი საუბრებიდან და მგონი, ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. რაც 2008 წელს გააკეთეს მათ საქართველოში, იმას ვეღარ გაიმეორებენ, რადგან ისინი არიან დღეს ოპოზიციაში და კიდევ დიდხანს დარჩებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics