|
2022-01-31 15:48:30, 683 ნახვა
მსოფლიო
BBC - დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და პოლინეთი ახალი ალიანის შექმნას გამოაცხადებენ
მომდევნო კვირაში, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და პოლინეთი ახალ პოლიტიკური უსაფრთხოების ალიანის შექმნას გამოაცხადებენ. აღნიშნული ქვეყნები ალიანსთან დაკავშირებული დეტალების საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესში არიან. თავდაპირველად, შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 31 იანვარს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის უკრაინაში ვიზიტის დროს უნდა გავრცელებულიყო, თუმცა ცვალებადი და არასტაბილური მდგომარეობის გამო, შესაძლოა, დრო და ფორმატი შეიცვალოს. BBC-ის უკრაინული სააგენტოს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეიერი, მატეუშ მორავეცკი, მომავალ კვირას, კიევში ვიზიტს აპირებენ. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ვარშავაში, უკვე ოფიციალურად გამოცხადდა. რეგიონული ალიანსის მთავარი დანიშნულება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზი და ევროპული მომავლის უსაფრთხოებისთვის ერთობლივი მუშაობა.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)