13:37 - 07 May, 2026
|
2022-01-30 11:27:22, 792 ნახვა
მსოფლიო
რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის გამო, საფრანგეთი რუმინეთში ჯარების გაგზავნას გეგმავს
საფრანგეთი რუმინეთში სამხედროების გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვლის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ განაცხადა. ასეულობით სამხედროების გაგზავნა, NATO-ს მისიის ფარგლებში იგეგმება. მინისტრის თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის პარალელურად, უკრაინასთან მოსაზღვრე რუმინეთი, მაღალი დაძაბულობის ზონად მიიჩნევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასულ კვირას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საფრანგეთი მზადაა, რუმინეთში NATO-ს ახალ მისიებს უხელმძღვანელოს. ფლორენს პარლის სიტყვით, საკითხთან დაკავშირებით NATO-ს წევრ ქვეყნებთან შეხვედრა მალე ექნებათ. ამბავს ფრანგული მედია იუწყება.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)