|
2022-01-28 10:52:21, 869 ნახვა
მსოფლიო
აშშ უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს
აშშ-ის ელჩის ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. სხდომა 31 იანვარს გაიმართება. „უკრაინასთან და უშიშროების საბჭოში პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების კვირების შემდეგ, აშშ იწვევს უშიშროების საბჭოს ღია შეხვედრას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად. 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი განლაგებულია უკრაინის საზღვარზე და რუსეთი სხვა დესტაბილიზაციის აქტებს ახორციელებს, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და გაეროს წესდებას", - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში. ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრებმა გულდასმით უნდა შეისწავლონ ფაქტები და განიხილონ, თუ რა დევს სასწორზე უკრაინისთვის, რუსეთისთვის და ევროპისთვის. „უშიშროების საბჭოს წევრებმა გულდასმით უნდა შეისწავლონ ფაქტები და განიხილონ, თუ რა დევს სასწორზე უკრაინისთვის, რუსეთისთვის, ევროპისთვის და ასევე საერთაშორისო წესრიგის ძირითადი ვალდებულებებისა და პრინციპებისთვის, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში", - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)