13:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 12:14:37, 576 ნახვა

პოლიტიკა
NDI - მოსახლეობის 49%-სთვის ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობა, 42%-სთვის ფასების ზრდა, 23%-სთვის კი სიღარიბეა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობა (49%) და ფასების ზრდა/ინფლაციაა (42%).

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23% ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად სიღარიბეს ასახელებს, 21% დაბალ ხელფასებს, 14% კი, ლარის გაუფასურებას.

ამავე კვლევაში, მოსახლეობის 10% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა კორონავირუსია, 8%-სთვის მაღალი გადასახადები, 5%-სთვის კი, მაღალი ფასები საწვავზე. კორუფციასა და ნეპოტიზმს მოსახლეობის 3% ასახელებს, სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას კი, 2%.

აღნიშნული კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics