|
2022-01-27 00:02:41, 1934 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭომ სამხრეთ კავკასიაში LGBT ადამიანების უფლებების დარღვევებზე რეზოლუცია მიიღო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო სამხრეთ კავკასიაში ლგბტქი თემის წარმომადგენელთა სავარაუდო უფლებადარღვევათა შესახებ. რეზოლუციის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ლგბტქი ადამიანების მდგომარეობით და იმ სავარაუდო უფლებადარღვევების გამო, რაც ამ ქვეყნებში გამოვლინდა. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ქვეყნის კულტურული და რელიგიური ტრადიციები არ შეიძლება გამოყენებული იყოს ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სექსუალური მახასიათებლების საფუძველზე დისკრიმინაციის გასამართლებლად. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქვეყნებმა ეფექტური კანონმდებლობა უნდა შექმნან და განახორციელონ პოლიტიკა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სექსუალური მახასიათებლების საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ მოქმედების გასაძლიერებლად. „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერ თითოეულ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა, მოძებნოს საუკეთესო გზები, რათა თავიდან აიცილოს მათ შორის კონფლიქტი“. მიუხედავად ამისა, ასამბლეა მიესალმება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, კანონმდებლობის მიღების გზით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საუბარია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვაზე და სისხლის სამართლის კოდექსში ლგბქტიფობიის, როგორც დამამძიმებელ გარემოებად განხილვაზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ რჩება რიგი გადაუჭრელი საკითხები. ასამბლეა მოუწოდეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას:
სპეციფიკურად საქართველოს ხელისუფლების მისამართით რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საჭიროა შეიქმნას მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან დიალოგის წარმმართველი ორგანო, რომელიც მათთან იმუშავებს ისეთი საჯარო ღონისძიებებისადმი დამოკიდებულებების კორექციაზე, როგორიცაა პრაიდი, მსვლელობები თუ სხვა. 2021 წლის 5 ივლისს თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დღეს დილიდან შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და დაიწყეს ჟურნალისტებზე ძალადობა, დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ამ დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორისო რადიო თავისუფლების 2 რეპორტიორი. საქმეზე დააკავეს 31 პირი, რომელთაგან არცერთია ძალადობის ორგანიზატორი. დაკავებულებიდან 3 სასამართლომ წლის ბოლოს პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები, „ალტ-ინფოს” ჯგუფი, რომელმაც 2021 წელს პოლიტიკური პარტია დააფუძნა, დანარჩენი დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას სახალხო დამცველმა კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციით მიმართა იმის გათვალისწინებით, რომ მათ წინააღმდეგ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ძალადობის ორგანიზების ბრალის წასაყენებლად, ორგანიზატორების გამოვლენა ამ დრომდე გამოძიების მიზანი არ ყოფილა. 2021 წლის 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა 5 ივლისის ერთ-ერთი დაშავებული, "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. შსს-ში გამართულ ბრიფინგებზე მიანიშნებდნენ, რომ იგი შესაძლებელია ნარკომომხმარებელი ყოფილიყო და გარდაცვალების მიზეზიც ეს გამხდარიყო. გამოძიება ამ საქმეზე დასრულებული არ არის. წლის დასაწყისში სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, რომელიც 37-გვერდიანი დოკუმენტია და რომლის მხოლოდ 4 გვერდი გახდა ხელმისაწვდომი მედიისთვის, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. ექსპერტიზის ბიუროს ამ დასკვნის მოსამზადებლად 5 თვეზე მეტი დასჭირდა.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)