|
2022-01-26 14:01:18, 693 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთი დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთი ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. - ამის შესახებ მან ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის წინ განაცხადა. მაკრონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მიზნის შესახებ არ იცის, მაგრამ სულ "უფრო და უფრო მეტი დესტაბილიზაციის ქმედებებს" ხედავს. მისივე თქმით ის ფაქტი, რომ ისინი არ ჩერდებიან, ევროპაში შეშფოთებას იწვევს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკრონმა და შოლცმა გაიმეორეს, რომ თუ რუსეთიუკრაინას თავს დაესხმება სერიოზული შედეგების გათვალისწინება მოუწევს. გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინამ „იცის, რომ შეიძლება დაეყრდნოს გერმანიას “. ორივე სახელმწიფოს ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა „ნორმანდიის ფორმატის“ მნიშვნელობას. მაკრონის თქმით, ამ ფორმატში მუშაობის შეწყვეტა ნიშნავს, რომ პოლიტიკური ქმედებები აღარ განიხილება. „მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ უცვლელად გავაგრძელოთ ურთიერთქმედება“. - აღნიშნა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნორმანდიის ფორმატში მომდევნო სამიტი გერმანიაში უნდა გაიმართოს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)