13:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 11:41:52, 533 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი, ჩვენი ძალისხმევაც აქეთკენაა მიმართული

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ყველასთვის უმთავრესი საზრუნავი არის უკრაინაში ომის არდაშვება.

კახა კალაძის თქმით, საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. გარკვეული ურთიერთობები და განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რაც იქ მიმდინარეობს. უკრაინელები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა.

უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული და რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს!“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics