07:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 14:43:05, 602 ნახვა

მსოფლიო
ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარებსა და საბრძოლო ავიაციას გზავნის

ნატო მოკავშირეების ძალებს მზადყოფნაში აყენებს და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარებსა და საბრძოლო ავიაციას გზავნის. აღნიშნული განცხადება ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

როგორ განცხადებაში აღნიშნულია, მიზეზი მოკავშირეთა თავდაცვის გაძლიერებაა რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესიის ფონზე უკრაინასა და მის გარშემო.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსი ყოველთვის უპასუხებს უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას.

„მივესალმები მოკავშირეებს, რომლებსაც ნატო-ში დამატებითი ძალები შეჰყავთ. ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის, ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით“, - განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics