11:37 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-23 11:16:43, 839 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის შემოჭრის საფრთხის გამო, აშშ-მ შესაძლოა კიევში საელჩოს პერსონალის ევაკუაცია დაიწყოს

მომავალ კვირას უკრაინაში რუსეთის შემოჭრის საფრთხის გამო, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა კიევში საელჩოს პერსონალის ნაწილის ევაკუაცია დაიწყოს, იტყობინება ამერიკული ტელეარხი CNN.
უკრაინაში აშშ-ის საელჩოში ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
არხის წყაროების ცნობით, საელჩომ უკვე მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს დიპლომატებისა და არასაჭირო პერსონალის ოჯახების თხოვნით კიევის დატოვების თაობაზე. კიევში დიპლომატიური მისიის ნაწილის შესაძლო ევაკუაცია ამ კვირაში სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინაში ვიზიტის დროს განიხილა.
მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წლის დასაწყისში თავისი დიპლომატიური თანამშრომლების ოჯახის წევრები უკრაინიდან გაიყვანა.

გასული წლის შემოდგომიდან მედიაში გამოჩნდა ცნობები დაზვერვის მოტივით უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების კონცენტრაციის შესახებ. აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი სამხედრო შეჭრას ამზადებს. კრემლმა უარყო ეს განცხადებები და მოითხოვა "უსაფრთხოების გარანტიები" აშშ-სგან და ნატოსგან, კერძოდ, არ გაფართოვდეს ალიანსი აღმოსავლეთით. დასავლეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე დათმობებზე არ წავლენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics