|
2022-01-21 17:42:07, 1003 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს – ჩადი უკრაინაში და თქვი, რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008–ში აქ მოხდა
პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში ჩასვლისკენ და სოლიდარობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული შანსი აქვს გამოჩნდეს როგორც ღირსებისა და ღირებულებების მქონე ლიდერი. ამასთანავე, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა. "გერბზე რომ გვიწერია 'ძალა ერთობაშია', ეგ მარტო ჯოკერში 'პარა-პარაზე' ვრცელდება? ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი რომ დღეს იქ იგივე ხდება რაც 2008-ში აქ მოხდა მიუხედავად ყველაფრისა ისტორიული შანსი გაქვს გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე მერე, როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნის წარმომადგენელს განსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაში ან შენს შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავს მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო და ესაა პოლიტიკა ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს", – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)