|
2022-01-21 15:46:09, 871 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - სააკაშვილის კადრები ძალიან მძიმეა, არის თრევის ეპიზოდი, ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი
„რაც ვნახეთ, არის უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. არის თრევის ეპიზოდი, ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართებით, უმძიმესი ტექსტები ისმოდა, ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა. „რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი, უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს, გლდანში. ითხოვს, რომ უკან მიმაბრუნეთო და არავის ჰქონდა უფლება გადაყვანის. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ეს ხანმოკლეაო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)