14:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 13:47:24, 1002 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები არაა დამონტაჟებული, შესაძლოა წამების კვალიფიკაციაზეც ისაუბრონ

საინტერესოა ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა და იუსიტიციამ ინსპექტორს გადასცა, არის თუ არა ეს კადრები უწყვეტი. - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა და დასძინა, რომ ვიდეოკადრების შესწავლის შემდეგ შესაძლოა არა მხოლოდ არაადამიანური მოპყრობის, არამედ წამების კვალიფიკაციის საკითხიც დადგეს.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა, რომ ხელმისაწვდომობა გვაქვს საქმის მასალებთან. პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესოა ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ გადასცეს სახელმწიფო ინსპექტორს. ჩვენ არ ვიცით შინაარსი, არც ქრონომეტრაჟი, არც ის ვიცით, ეს უწყვეტი კადრებია თუ დაჭრილი. აქამდე არაფერი არ გვინახავს. რაც ვნახეთ, ეს არის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაჭერილი კადრები, რომლებიც რეალობას არ ასახავს, თუმცა, რაც ვნახეთ, იქიდანაც იკვეთება არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. თუმცა, დანარჩენ კადრებს რომ ვნახავთ, შეიძლება, უკვე წამების კვალიფიკაციაზეც ვისაუბროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მასალა ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics