15:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-20 11:52:21, 1009 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი – დარწმუნებული ვარ, პროკურატურა არ მიანიჭებს მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსს, გამიხარდება თუკი შევცდები

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა.

როგორც ადვოკატმა ექს–პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ყველა წინაპირობა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა აქვე დასძინა, რომ დარწმუნებულია, უწყება ამას არ იზამს.

"ჩვენ მოვითხოვეთ დაზარალებულის სტატუსი პროკურატურისგან და არსებობს ყველა წინაპირობა, რომ მოგვენიჭოს ეს სტატუსი, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და გავივლით ყველა იმ სამართლებრივ ნაბიჯს, რაც დაზარალებულის ცნობასთან დაკავშირებით არსებობს კანონმდებლობით, კანონმდებლობაში. 

მართალია ჩვენ არ გვჯერა საგამოძიებო ორგანოს, ამ შემთხვევაში პროკურატურის დამოუკიდებლობის, ან სასამართლოსი და არ ვცხოვრობთ ილუზიებში, ერთადერთი ორგანო, რომელმაც გამოავლინა კანონისადმი ერთგულება და არა ივანიშვილისადმი ერთგულება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო, რომელიც 2 დღეში გააუქმეს და ცხადია, ამას მომავალში ასე მარტივად ვერავინ გაბედავს. 

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა არ მიანიჭებს მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსს და გამიხარდება თუკი შევცდები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ, ან არ უნდა გავასაჩივროთ უკანონო გადაწყვეტილება", – განაცხადა ადვოკატმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics