08:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-18 10:32:12, 818 ნახვა

მსოფლიო
Global News –კანადამ უკრაინაში სპეციალური ძალების ოპერატორების მცირე კონტიგენტი გაგზავნა

უკრაინაში კანადამ  სპეციალური ძალების ოპერატორების მცირე კონტიგენტი გაგზავნა, - ინფორმაციას Global News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  კანადის სპეციალური ოპერაციების პოლკის მცირე კონტინგენტის განლაგება  მას შემდეგ ხდება, რაც დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებას, შეფერხდა და დაახლოებით 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარზე განლაგებული რჩება.

წყაროებმა Global News-ს განუცხადესცრომ ეს გადაწყვეტილება  ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილია, შეაჩეროს რუსული აგრესია უკრაინაში და გამოძებნონ უკრაინის მთავრობის დახმარების გზები.

მედიის ცნობით, არც მთავრობა და არც კანადის ძალები ოფიციალურად არ ადასტურებენ სპეცრაზმების უკრაინაში ყოფნას.

კანადის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ  "კანადის სპეცრაზმი უკრაინელ კოლეგებს 2020 წლიდან უწევს წვრთნას" ,თუმცა ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

ცნობისთვის,  დიპლომატიური მოლაპარაკებები აშშ-ს ევროპელ მოკავშირეებსა და რუსეთს შორის გასულ კვირას დასრულდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა მოლაპარაკებებს "ჩიხი" უწოდა.

რუსეთმა მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინას არ მიეცემა ნატოს ალიანსში გაწევრიანების უფლება - , რომელიც აშშ-ს და ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics