10:51 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-18 10:05:43, 764 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი – უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება დავიწყეთ

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბელ უოლესი აცხადებს, რომ ბრიტანეთმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება უკვე დაიწყო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ბელ უოლესი აღნიშნავს, ბრიტანეთის მიზანია, უკრაინას ინტერვენციის შემთხვევაში, თავის დაცვაში დაეხმაროს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მივაწოდოთ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების სისტემები“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

ამასთანავე, უოლესმა აღნიშნა, რომ სისტემების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობით იარაღი ჩავიდა ქვეყანაში. 

თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ეს სტრატეგიული შეიარაღებაა და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მან ასევე იმედი გამოთვა, რომ არსებულ კრიზისში დიპლომატია გაიმარჯვებს და დასძინა, რომ ყველაფერი პრეზიდენტ პუტინის არჩევანზეა დამოკიდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics