|
2022-01-14 18:55:46, 1303 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - მივმართეთ თურქ, სომეხ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, აუხსნან ქართველებს 3+3 ფორმატში ჩართვის საერთო სარგებელი
„ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატში ჩართვის სარგებელი, როგორც მათთვის, ასევე, ყველა ჩვენგანისთვის. პოლიტიკური პოზიციების კუთხით, ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს“, - აღნიშნულის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისივე თქმით, 3+3 ფორმატში დაწყებული პროცესები მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივები სწორედ აქ განიხილება. „ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატში ჩართვის სარგებელი, როგორც მათთვის, ასევე, ყველა ჩვენგანისთვის. პოლიტიკური პოზიციების კუთხით, ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს. ამჟამად, ამიერკავკასიის საკითხებზე ჩვენს ქართველ კოლეგებთან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ვურთიერთობთ, სადაც განიხილება 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შედეგები და არაოფიციალური ორმხრივი არხის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა მოსკოვსა და თბილისს შორის საკმაოდ დიდი ხნის წინ, მაგრამ 3+3 ფორმატში დაწყებული პროცესები ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში განიხილება მთელი ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივები“, - აღნიშნა მინისტრმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)