09:03 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-14 10:15:09, 1444 ნახვა

მსოფლიო
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა

გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა, - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაურემა თქვა.

ადმირალის განცხადებით, ნატო-ს მხარდაჭერით როგორც უკრაინა ისე საქართველო სარგებლობს და მათ გააჩნიათ ყველა ბერკეტი, როგორც საკუთარი უსაფრთხოებისთვის ისე ევროპის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად.

„უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მაინც შეძლო შთამბეჭდავი რეფორმების გატარება და საგრძნობლად გააუმჯობესა თავდაცვისუნარიანობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით. უკრაინა და საქართველო ნატოს უპრეცედენტო მხარდაჭერითა და დახმარებით ორივე სარგებლობს. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდეთ არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანადაც. ამასთან ჩვენ დავადასტურეთ ნატოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა ადმირალმა რობ ბაურემა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics