|
2022-01-12 21:43:31, 1518 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ - NATO უკვე აცნობიერებს, რომ აღმ. ევროპის სახელმწიფოების უსაფრთხოება პირდაპირ დაკავშირებულია მთელი ევროპის უსაფრთხოებასთანაც
„ნატოს ქვეყნები ახლა, როგორც არასდროს, აცნობიერებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, მაგალითად უკრაინის ეროვნული უსაფრთხოება არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა და რომ იგი პირდაპირ დაკავშირებულია მთელი ევროპის უსაფრთხოებასთანაც“, - აცხადებს, ქართული ოპოზიციური პარტია „დროა“. პოლიტიკური გუნდის თქმით, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს რეალისტური შესაძლებლობა აქვს, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში, თავისი ისტორიული ადგილი დაიმკვიდროს. მათივე სიტყვით, მიუხედავად ამისა, მსგავს შანსს შესაბამისი გამოყენებაც სჭირდება. „გუშინ, 11 იანვარს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ქართველ ხალხს მიმართა. რუსეთის მხრიდან ევროპის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ფონზე, ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფალი ნებისა და დემოკრატიული არჩევანის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან, აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად და განვითარების უზრუნველსაყოფად, რამაც დიდწილად უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც კი. თუმცა, დღეს ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერამ დასავლეთისთვის თვისობრივად უფრო ღრმა დატვირთვაც შეიძინა: ნატოს ქვეყნები ახლა, როგორც არასდროს, აცნობიერებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, მაგალითად უკრაინის ეროვნული უსაფრთხოება არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა და რომ იგი პირდაპირ დაკავშირებულია მთელი ევროპის უსაფრთხოებასთანაც. ქართველი ხალხი თავისი გეოგრაფიული სპეციფიკის მიუხედავად, ათწლეულების განმავლობაში ცდილობს, დაანახოს დასავლეთს, თუ რატომ არის რუსეთისაგან ევროპის მომავალი უსაფრთხოების გარანტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პრიორიტეტი გახდა რუსეთის არგაღიზიანება დასავლეთში საქართველოს ინტერესების ნაკლები ლობირების ხარჯზე, რამაც გამოიწვია ის, რომ იქ, სადაც ისმის უკრაინა, აღარ ისმის საქართველო, ანუ დაზიანდა საქართველოს უსაფრთხოების ავტომატური ბმა ევროპის უსაფრთხოებასთან. თუმცა, ელჩი დეგნანის მიმართვა ნიშნავს, რომ საქართველო ჯერაც მოიაზრება ნატოსა და ევროკავშირის შემდგომი გაფართოებების ტალღაში. ამავეს მოწმობს ამერიკელი სენატორების ნაწილის მხრიდან გუშინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ წერილობითი მიმართვა, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად, აშშ-მ ხაზი უნდა გაუსვას საქართველოს საკითხსაც. ელჩის მიმართვა და ზოგადად ევროპაში მიმდინარე მოვლენები განუყოფელია დასავლეთის ახალი დღის წესრიგისაგან, რომელიც დემოკრატიებად და ავტორიტარულ სახელმწიფოებად მსოფლიოს ასე ცხადად ცივი ომის შემდეგ პირველად ყოფს. დემოკრატიზაცია და დასავლეთისაგან ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან, მაგრამ ელჩი დეგნანის განცხადება და აშშ-ის ბოლოდროინდელი პოლიტიკა ცხადყოფს, რომ დასავლეთი თავიანთ პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებას ამიერიდან განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)