18:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-12 19:18:36, 1451 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - სააკაშვილი მიინევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემაა ქართველი ხალხი და მიტაცებული სახელმწიფო

„მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა არის და უნდა იყოს კიდევაც ის, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას“, - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექს-პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სწორედ ისე გრძნობს, როგორც ადამიანი, რომელსაც არაჰუმანურად და ღირსების შემლახავად მოექცნენ.

„თავს გრძნობს ისე, როგორც ადამიანი, რომელიც იმყოფება იმ სისტემაში, რომელთანაც მას არაჰუმანურად და ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ.
ვისაუბრეთ ხვალინდელ პროცესზე, დაახლობეით იმ შტრიხებზე, რა შეიძლება იყოს, როგორ, რაზე უნდა ისაუბროს და ა.შ. აზრები გავცვალეთ. დანარჩენს ხვალ ის თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით, უბრალოდ ერთი რემარკა მინდა გავაკეთო - ის მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა არის და უნდა იყოს კიდევაც ის, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. ამიტომ სრულიად მისი პირადი პოზიციაც არის და ეთანხმება იმ პოლიტიკოსების პოზიციას, ვინც ამგვარად მიიჩნევს სწორედ და ფიქრობს, რომ მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას და არა პირიქით, დანარჩენზე თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით და მოვისმენთ ხვალ“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics