|
2022-01-11 21:35:41, 1595 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
რუსეთმა უკრაინასთან სმოლენსკის ოლქში და უკრაინის მოსაზღვრე სამ რეგიონში - ვორონეჟში, ბელგოროდში და ბრაიანსკში - წვრთნები დაიწყო დაახლოებით სამი ათასი სამხედრო და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. წვრთნებში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის „Т-72Б3“ ტიპის ტანკები და „BMP-2“ ტიპის საბრძოლო მანქანები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებზე აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და ძირითადი სამხედრო პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული ქვედანაყოფი ჩაატარებს საბრძოლო მანევრებს და საბრძოლო სროლებს. საბრძოლო მანევრებისას ტანკების და საბრძოლო მანქანების ეკიპაჟების მიერ შემუშავებულ იქნება ერთობლივი მოქმედების უნარი და 1,2 ათასი მეტრის დიაპაზონში იმიტირებულ მტრის სამიზნეებს გაანადგურებენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)