12:44 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-10 12:33:21, 1480 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი აცხადებს,  რომ ცენტრ "ემპათიას" მიერ გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დღეს პროკურატურას მიმართავს.

როგორც "მთავარ არხთან" ევგენი გრუშოვეცი, ამბობს საქართველოს მთავრობა მინისმალისტურ სტანდარტებს არ ითვალისწინებს და  პატიმრის ჯანმრთელობის უფლებას არ იცავს.

ამასთან ადვოკატის განცხადებით, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ უცნობია სააკაშვილის ჯანმრთეობის მდგომარეობაც.

"ცენტრ ემპათიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები შევისწავლეთ და პროკურატურაში დღეს განცხადებას დავწერთ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს, მათ შორის იმ ექიმების წინააღმდეგ, ვინც არასწორი დიაგნოზი დასვეს და მკურნალობის არასწორი კურსი ჩაატარეს.

ადამიანის უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამ მინიმალურ სტანდარტებს არ ითვალისწინებს და პატიმრის ჯანმრთელობის უფლებას არ იცავს, ეს კანონდარღვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ამ ქმედებებით მიხეილ სააკაშვილს სერიოზული საფრთხე ემუქრება. რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ არ ვიცით რა სახის მედიკამენტით მკურნალობენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ან საერთოდ მისაღებია თუ არა მკურნალობის ის კურსი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics