11:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-07 10:19:10, 593 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტი - კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია

ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, კონსტიტუციური წესრიგი ქვეყნის ყველა რაიონში ძირითადად აღდგენილია.

როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, კონტრტერორისტული მოქმედებები მებრძოლების სრულ განადგურებამდე უნდა გაგრძელდეს.

"კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ყველა რეგიონში აღდგენილია. ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას, თუმცა ტერორისტები კვლავ იყენებენ იარაღს და აზიანებენ სახელმწიფო ქონებას ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 4 იანვარს ყაზახეთის ხელისუფლებამ თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. ამასთან, მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics