20:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 23:05:48, 752 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო - ყაზახეთში საელჩში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საელჩო ყაზახეთში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ხოლო მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

"როგორც ცნობილია, მანგისტაუს ოლქში და ალმატიში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი. რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს. ხოლო ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58", - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტაბლოს მიხედვით, ამ ეტაპზე დროებით გადადებულია თბილისი-აქთაუსა და თბილისი-ალმათის რეისები.

ყაზახეთისკენ მიმავალი ავიარეისები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთსა და ბელარუსში მას შემდეგ გააუქმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტებმა ალმათის აეროპორტი დაიკავეს.

თელი ქვეუნის მასშტაბით, საწვავისა და გაზის ფასების ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების საფუძველზე ყაზახეთის მთავრობა დღეს, დილით გადადგა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დემონსტრანტებმა ადმინისტრაციულ შენობებს შეუტიეს.

მთავრობის გადადგომის მიუხედავად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ქვეყანაში სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას კვლავ ცდილობს. ამ დროისთვის, ქვეყანაში გათიშულია კომუნიკაციის საშუალებები, ინტენეტი, ქუჩებში კი, სამართალდამცავები პატრულირებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics