15:19 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 19:43:40, 862 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო თბილისში, ყოფილი სასტუმრო „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ალტერნატივას სთავაზობს

ყოფილი სასტუმრო „ქართლი“ ნამდვილად გახლავთ ავარიული ობიექტი, სწორედ ამიტომ დევნილთა სააგენტომ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორ ალტერნატივას სთავაზობს. მათ ახლავე შეუძლიათ თბილისში, ნებისმიერ კორპუსში თავადვე მოიძიონ ბინა, რომელსაც სააგენტო მათთვის უპირობოდ შეიძენს ან დაელოდონ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნიბით, დევნილი ოჯახის მიერ  ბინის მოძიების შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელსაც სააგენტო დაფარავს შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

„ამასთან, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.  სწორედ ამიტომ,  სააგენტო, გამგეობასთან ერთად,  გრძელვადიან განსახლებამდე  დევნილ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

სააგენტოს წარმომადგენლებს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ  „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან და ყველა მათგანისთვის  ცნობილია აღნიშნული შეთავაზებების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics