22:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 11:39:54, 414 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი – ე.წ შეზღუდვები, რომელიც დაბოღმილმა იუსტიციის სამინისტრომ დაუწესა სააკაშვილს, უკანონოა

ე.წ შეზღუდვები, რომლებიც გუშინ დაბოღმილმა პენიტენციურმა და იუსტიციის სამინისტრომ დაუწესა მიხეილ სააკაშვილს, არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება არა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, არამედ იუსტიციის მინისტრის კაბინეტშია მიღებული. 

„ე.წ. შეზღუდვები, რომელიც გუშინ გადაწყვიტა გაბრაზებულმა და დაბოღმილმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ, რომ დაეწესებინა მიხეილ სააკაშვილისთვის, არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო, იმიტომ რომ ადვოკატის ვიზიტის უფლება, თავისუფლებააღკვეთილ პირთან, არის ისეთი უფლება, რომლის შეზღუდვაც ამგვარი მოტივებით დაუშვებელია. არ ვიცი, ამ შეზღუდვების სამართლებრივი საფუძველი რა გახდა, როდესაც თითქოს და გვეუბნებიან, რომ მხოლოდ 2 საათი აქვს გამოყოფილი ვიზიტებისთვის, ამგვარ შეზღუდვებს კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. თუ ეს არის გორის ჰოსპიტლის გადაწყვეტილება, ცხადია, რომ ეს არის იუსტიციის მინისტრის კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამარცხვინოდ დგას ხოლმე ყოველი ამგვარი მარცხის შემდეგ და ცდილობს, სასაცილო გამართლება მოუძებნოს იმას, თუ რატომ ჩაფალვდა მისი უწყება ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულების დროს“, – განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics