22:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 10:25:47, 603 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს პატივისცემით მოეპყრონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საგარეო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოეპყრან.

„მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საპატიმროში გადაყვანის  მცდელობა არ განხორციელებულა სათანადო წესების დაცვით. ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვლისწინებით მას რეაბლიტიაცია სჭირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოეპყრან უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით და არ დაუშვან იმგვარი ქმედებები, რომლებიც მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იქნება.
უკრაინელი დიპლომატები აგრძელებენ მუშაობას საქართველოში და ეს სიტუაცია მკაცრი კონტროლის ქვეშაა, ასევე მუდმივ დიალოგში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. უკრაინის კონსული საქართველოში ხვალ იქნება დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან.

ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა მისცეს უფლება უკრაინელ ექიმებს, გამოიკვლიონ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მისთვის სამედიცინო შემოწმების მიზნით.

ჩვენ ვმუშაობთ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საფუძველზე. ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა სავსებით მკაფიო და ცალსახაა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics