|
2021-12-28 15:55:22, 583 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე სააკაშვილთან მნახველების შესვლის შეზღუდვაზე იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტმა მიმართავს
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მის ადვოკატს, გიორგი მშვენიერაძეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ხატია დეკანოიძეს და ექს–პრეზიდენტის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს ჯერჯერობით შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ. აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განცხადება გააკეთა და მოუწოდება იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამნეტს, გააკეთონ განმარტება, თუ რატომ არ ეძლევათ მათ ექს–პრეზიდენტის მონახულების საშუალება. "მე მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომელიც არის ვალდებული, რომ პარლამენტის წევრები დაუშვან მის მოსანახულებლად, დაუყოვნებლივ გააკეთონ საჯარო განცხადება და განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ გვეძლევა ჩვენ საშუალება, განსაკუთრებით უფლებადამცველებს, მის პირად ექიმებს და საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის წამების კიდევ ერთი ფორმა და დასჯა მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს მხრიდან", – განაცხადა დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)