16:42 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 12:36:37, 861 ნახვა

საზოგადოება
ვაქცინაციის წამახალისებელი 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 50-წლამდე დაიწევს

200 ლარიანი წახალისების პროგრამა იანვრის თვეშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის 200 ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს და აქამდე თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ წახალისებას, იანვრის თვიდან უკვე, აცრის შემთხვევაში 50 წელზე ზემოთ პირები მიიღებენ წახალისებას",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics