00:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 10:30:15, 592 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ბატონო მიშა, მოითხოვეთ ადვოკატის შემოყვანა – ეს ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან არაფრით აღარ განსხვავდება

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, თუმცა ჯერ-ჯერობით, როგორც გვარამია განმარტავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევა.

მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან არაფრით აღარ განსხვავდება და სააკაშვილისთვის რეფერალური საავადმყოფო უნდა იპოვონ.

"მიხეილ სააკაშვილს მივმართავ ეხლა, თუ უყურებს ამას ყველაფერს და ტელევიზორი თუ დაუტოვეს, ბატონო მიშა, მოითხოვეთ, მე აქ ვდგავარ და ველოდები შესვლას. 10 საათზე უნდა შევსულიყავი შეუფერხებლად, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი პასუხია, რომ ექიმია და გამოვა თუ არა შეგიშვებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემოყვანა დაუყოვნებლივ. არაფერი არ ვიცით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.არ ვიცით ვინ დაუწერა ფორმა-100. მაინტერესებს ფორმა-100თან დაკავაშირებით რის საფუძველზე იქნა დაწერილი რა კონდიციაშია მე თვითონაც ვნახავ იმიტომ რომ სიმართლეს ვერ გავიგებ. ფაქტი ერთია ეს ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან არაფრით აღარ განსხვავდება კეთილი უნდა ინებობ და იპოვონ რეფერალური საავადმყოფო ან სხვა ქვეყანაში, რომელიც მის უსაფრთხოებას და რეაბილიტაციას. ის აქ არც უსაფრთხოდ არის და არც რეაბილიტაცია უტარდება. მას ფაქტობრივად უახლებენ წამების ტრავმას. მეორე მცდელობა იყო მოტაცების მიხეილ სააკაშვილის.", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics