00:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 10:12:10, 675 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება.

სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სთხოვს ყველა დაინტერესებულ პირს, დაესწრონ კანონპროექტის განხილვას.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს პარლამენტისგან ცნობილი გახდა, რომ დღეს, 2021 წლის 28 დეკემბერს, 10:30 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა.

ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას", – ვკითხულობთ ინსპექტორის სამსაურის განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეიდან, პარლამენტის კომიტეტებში, დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics