|
2021-12-27 19:19:36, 504 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ხმალაძე - დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის იზრდება, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი - უცვლელი რჩება. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ მიმართულებით, ბიზნესექტორის სუბსიდირებაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იხარჯება, რაც სწორი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შემოაქვს ინიციატივა, აღნიშნული სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებლის 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაზრდის შესახებ. „დასუფთავების მოსაკრებლის ზრდასთან დაკავშირებით, ბევრი განცხადება გაკეთდა. ტარიფი იზრდება ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის. ეს არ ეხება საყოფაცხოვრებო სექტორს. კომერციული ანუ არასაყოფაცხოვრებო, ბიზნესსექტორის მომსახურება „თბილსერვის ჯგუფს“ უფრო მეტი უჯდება - დაახლოებით, 60-70%, ვიდრე მოსახლეობის, ანუ საყოფაცხოვრებო სექტორის მომსახურება. ამჟამად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი არის ბიზნესსექტორის სუბსიდირებული ნაწილი. ეს არის მუნიციპალიტეტის დაფინანსება - მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხის ნაწილი. სწორად არ მიგვაჩნია, რომ სუბსიდირება მუდმივად გაგრძელდეს. შესაბამისად, შემოვიტანეთ ინიციატივა, რომ დასუფთავების მოსაკრებელი 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა ვიცე-მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)