01:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 16:19:50, 537 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია სალომე ზურბიშვილზე - გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრია დამოკიდებული რეჟიმზე

 

პროცესი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ გულუბრყვილო არც მოლოდინი და არც ილუზიები არ მაქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, „სამოქალაქო თანხმობას“, რომელიც ორი კომპონენტის მოწესრიგებას გულისხმობს, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს.

„პროცესი თავისთავად მნიშვნელოვანია, საინტერესოა, მაგრამ გულუბრყვილო არც მოლოდინი და არც ილუზიები, არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად, უმცირესს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის, ამ ეტაპზე, გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ, ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებას, ერთი ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება, არა უბრალოდ ჩვენს წინააღმდეგ, ვინც ახლა ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები, არამედ მომავალშიც. არჩევნები ამ ქვეყანაში არ უნდა ყალბდებოდეს, ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე  ვისაუბროთ, სხვა შემთხვევაში გაჭირდება“, - განაცხადა მელიამ.

მანვე დასძინა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ თავად რეჟიმზეა დამოკიდებული.

„შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საკითხზე ვისაუბრეთ. გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. რეჟიმი რისი რეჟიმია, თუ თავისი ხელით შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადას ან დროს“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics