|
2021-12-27 15:30:12, 650 ნახვა
პოლიტიკა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - შეშფოთებას გამოვთქვამთ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების წინადადებაზე
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტს სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება. ,,ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ დამოუკიდებელი ინსტიტუტის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტზე. სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია წამების პრევენციის და პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უკან გამოიხმოს აღნიშნული ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა.“ - ნათქვამია, გაეროს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)