01:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 14:20:57, 764 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ტრანსპორტში ტარიფი არ იზრდება, 250-ლარიან აბონემენტზე შესაძლოა ბანკთან დალაპარაკება და გადანაწილება

დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ?. - თბილისის მერი კახა კალაძე 250 ლარიან პაკეტთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მორიგ განმარტებას აკეთებს და ბანკის დახმარებას სთავაზობს.

კახა კალაძე, "იმედის" ეთერში ამბობს, რომ მათთვის  ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა  უფასოა ან 10-20 თეთრს იხიდან. 

"აქაც შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის - ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო ან იხიდიან 10-20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი… არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი, ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, შესაძლებლობა, უნარი და ის დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს. შესაძლოა, ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას პირდაპირ ვეტყოდი, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე ეს შეღავათი რჩება. ამავდროულად, ეს შეღავათები ვრცელდებოდა მეტროსა და ავტობუსებზე, იმიტომ რომ მიკროავტობუსის ღირებულება იყო 80 თეთრი. ამ 53 %-ზე ეს არ ვრცელდებოდა და მიკროავტობუსში მათ 80 თეთრის გადახდა უწევდათ. ამ გადაწყვეტილებით ინტეგრირება გავაკეთეთ მეტროსი, ავტობუსის, მიკროავტობუსისა და საბაგიროსი და ამ 53 %-ს მოუწევს 10 თეთრის, 20 თეთრის გადახდა და უფასო მგზავრობა უკვე მიკროავტობუსებითაც. ეს 53 % არიან სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები, ბაღის თანამშრომლები, ვეტერანები, ვრცელი ჩამონათვალია ვისაც ეს შეღავათები ეკუთვნით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics