|
2021-12-24 13:05:54, 1042 ნახვა
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური „ენმ“-ზე - ოფისში თბილად მოკალათებული ლიდერები ამომრჩეველს უკიჟინებენ, სიცივეში წამოწვნენ
თბილად მოკალათებული „ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერი, თავიანთ ამომრჩევლებს უკიჟინებს სიცივეში წამოწვეს,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური „ნაციონალლური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ მასობრივ შიმშილობას. მისივე თქმით, პროცესში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო სრულიად მიუღებელია ულტიმატუიმ, რომელსაც ოპოზიცია უყენებს მმართველ ძალას და ქვეყანას. „დღეს ვხედავთ, მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ნებისმიერ ფასად გამოიყვანონ ციხიდან, ამაზე ცხადი რა უნდა იყოს - "კა-გე-ბეშნიკი" მისი ბიძა ჩამოვიდა, თითი დაუქნია, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და დაემუქრა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ თუ აქტიურ ქმედებებს არ განახორციელებენ სააკაშვილის გამოსახსნელად ვერ მიიღებენ დაფინანსებას. რაც მან დატოვა ქვეყანა და გაიქცა, აქედან ერთ საათში "ნაცმოძრაობა" ორკესტრირებულად იწყებს ქმედებებს, რომელიც არ ჯდება არაფერში და მით უფრო არ ჯდება იმ კონტექსტში, რაც პრეზიდენტის მიერ არის დაანონსებული. სრულიად მიუღებელია ის ულტიმატუმი რომელსაც უყენებენ არა მმართველ ძალას, არამედ საზოგადოებას და ქვეყანას და მათი კარვებში წამოწოლაც სრულიად გაუგებარია. ერთი მეტრის რადიუსში აქვთ კომფორტული ოფისი, რომელსაც ციხე- სიმაგრეს ეძახდნენ, როცა მელია ჰყავდათ იქ შეხიზნული და იქ ახლა თბილად მოკალათებულია „ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერი, თავიანთ ამომრჩევლებს უკიჟინებენ კი ერთი მეტრის რადიუსში, სიცივეში წამოწვნენ, თითქოს ამით რაიმე შედეგს მიაღწევენ“, - განაცხადა ღუდუშაურმა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)