|
2021-12-24 12:37:53, 1436 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება 28 დეკემბერს ჩატარდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ამირან ძაბუნიძესთან გასაუბრება 28 დეკემბერს ჩატარდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის, მე-10 პუნქტის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის ანალოგიით წარიმართება. შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება" მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" – 30 წუთი, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს - „რეფორმების ჯგუფი", „გირჩი", „მოქალაქეები" და „ევროპელი სოციალისტები" – 15-15 წუთი, ხოლო პარლამენტის 12 უფრაქციო წევრს, ჯამში - 36 წუთი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტების, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. თითოეულ სუბიექტს კანდიდატთან გასაუბრებისთვის მიეცემა 15 წუთი. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ამირან ძაბუნიძესთან გასაუბრების პროცესი, ისევე როგორც ყველა სხვა წინა კანდიდატებთან გასაუბრება, ჩატარდება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაქსიმალურად ინკლუზიურად", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)