|
2021-12-23 11:36:36, 906 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა
„თიბისი კაპიტალმა“ განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. „თიბისი კაპიტალის“ საბაზო სცენარის თანახმად, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა - 5,5%, ინფლაცია კი 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ასევე, ლარის კურსის 5%-იანი გაუფასურება, 2019 წელთან შედარებით კი ტურიზმის 75%-იანი აღდგენაა მოსალოდნელი. 2021 წლის მე-2 კვარტალში ეკონომიკისა და საზღვრების გახსნასთან ერთად, დანაზოგების გახარჯვა დაიწყო, რამაც ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა. დანაზოგების შემცირებას ასევე ხელი შეუწყო უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების კლებამ. პუბლიკაციის თანახმად, 2021 წელს ტურისტული შემოდინებები, 2019 წელთან შედარებით დაბალია. საერთაშორისო მასშტაბით, ყველაზე დიდი დრო ბიზნეს მოგზაურობის აღდგენას დაჭირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ ტიპის შემოდინებების წილი მცირეა. ასევე დაბალია ვიზიტების რაოდენობა შორი დისტანციიდან. ტურიზმთან ერთად, ექსპორტის, გზავნილებისა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2019 წელთან შედარებით, მომატებულია ჩინეთისა და ევროკავშირის წილი, რუსეთის წილი კი - შემცირებული. ამასთან, რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის მიმართ საქართველო კვლავ მოწყვლადია. ასევე, რისკია აშშ დოლარის შესაძლო გამყარება და ლირის გაუფასურების ზეგავლენა, თუმცა ისტორიული დინამიკისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ ლირის გაუფასურება ფიქსირდება, ვინაიდან სხვა ვალუტები სტაბილურობას ინარჩუნებს. „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები ვერ გადააჭარბებს 2019 წლის შესაბამის დონეს. კვლევის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში აღდგენა სტაბილურია. 2021 იანვარ-ოქტომბერში ტრანზაქციების რაოდენობა 1%-ით აჭარბებს 2019 წლის იმავე დონეს. პანდემიამ მეტად იმოქმედა ქირაზე და გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესების მიუხედავად, 2019 წლის დონეს 17.5%-ით ჩამორჩება. საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე პანდემიამ ბათუმში უფრო მეტად იმოქმედა, თუმცა 2022 წლიდან, ტრანზაქციების რაოდენობა და ფასი, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ბათუმში უფრო სწრაფად აღდგება ვიდრე თბილისში. „თიბისი კაპიტალის“ მიერ წარდგენილი პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)