2021-12-21 18:50:11, 894 ნახვა
საზოგადოება
ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე გადაადგილება შეიზღუდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (ქარბუქი, ციდი ხილვადობა, ყინვა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთსა და ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ცნობით, სხვა, დარჩენილი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - წერია განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),