|
2021-12-19 19:30:22, 1074 ნახვა
მსოფლიო
რუსი ჰაკერები ავრცელებენ ბრიტანეთის პოლიციის პერსონალურ მონაცემებს გამოსასყიდის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ
რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Clop-მა darknet-ზე გამოაქვეყნა ბრიტანული პოლიციის პერსონალური მონაცემები, რომელიც მოპარული იყო IT კონტრაქტორის Dacoll-ისგან. ინფორმაციას გაზეთი The Daily Mail ავრცელებს. როდესაც დაკოლმა უარი თქვა თანხის ჰაკერებისთვის გადახდაზე, მათ ატვირთეს ასობით ფაილი darknet-ში, -ნათქვამია გაზეთში. მათ შორის არის გადაჭარბებული სიჩქარის მქონე მძღოლების ფოტოები, რომლებიც ჯგუფმა აშკარად გადმოტვირთა ფირფიტების ამოცნობის ეროვნული ავტომატური სისტემიდან (ANPR). Dacoll-ის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ჰაკერების მიერ მოთხოვნილი გამოსასყიდის ოდენობის გამხელაზე. Dacoll დაარსდა 1969 წელს და ავითარებს IT გადაწყვეტილებებს სხვა კომპანიებისა და დიდი ბრიტანეთის დეპარტამენტებისთვის. მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია, NDI Technologies, უწევს „მისია კრიტიკულ“ მომსახურებას გაერთიანებული სამეფოს პოლიციისთვის - ის უზრუნველყოფს ოფიცრებს PNC-ზე დისტანციური წვდომით. Dacoll-ის კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, NDI Recognition Systems, უზრუნველყოფს ANPR-ისა და პოლიციის მიერ გამოყენებული სხვა სერვისების მხარდაჭერას. ჰაკერულმა ჯგუფმა Clop, რომელიც რუსეთთან ასოცირდება, შეიმუშავა გამოსასყიდი ვირუსი, რომელიც შიფრავს მსხვერპლის კომპიუტერზე არსებულ მონაცემებს და ითხოვს გამოსასყიდს მის განბლოკვისთვის. ივნისში ჯგუფთან დაკავშირებით ექვსი ეჭვმიტანილი დააკავეს უკრაინაში - ამის შემდეგ მისი საქმიანობა დროებით შეწყდა, მაგრამ თვის ბოლოს ჰაკერებმა კვლავ დაიწყეს დაზარალებულებისგან მოპარული მონაცემების გამოქვეყნება.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)