09:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 18:34:58, 656 ნახვა

სამართალი
რატი ბრეგაძე - არქივის სრულად გაციფრულება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის ნაწილია

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ეროვნული არქივის საქმიანობისა და აქ დაგეგმილი პროექტების შესახებ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რატი ბრეგაძის თქმით, არქივის სრულად გაციფრულება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია. წლების განმავლობაში შექმნილი დოკუმენტების შესანახად არც ერთი ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი, შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოხდება მათი გაციფრულება და ამ ფორმით დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„გაციფრულება გაზრდის ხელმისაწვდომობას და ბევრად უფრო მარტივი იქნება ნებისმიერი დოკუმენტის მოპოვება. რა თქმა უნდა, გაციფრულების პროცესი ასევე გაამარტივებს საქმისწარმოების პროცედურებსაც. ჩვენი მიზანია, სამუშაო დღის ბოლოს ყველა დოკუმენტი, რომელსაც გასცემს იუსტიციის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები,  უკვე იყოს დაარქივებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ისაუბრა არქივის ახალ ინფრასტრუქტურაზეც. „წელს ახალციხეში გავხსენით არქივის ახალი შენობა, რომელიც ემსახურება ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. მომავალ წელს კი დაემატება ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიც. დაგეგმილია გორში არქივის ახალი შენობის აშენება და აღჭურვა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის დოკუმენტები საიმედოდ შეინახება“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ასევე იგეგმება თბილისში ეროვნული არქივის თანამედროვე ტიპის ახალი შენობის პროექტზე მუშაობაც, სადაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საარქივო დოკუმენტების შენახვის პირობები ბევრად უკეთ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics