|
2021-12-16 13:19:47, 483 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში მარკეტის ტიპის კვების ობიექტი გაიხსნა
ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ,,სმარტი“ გაიხსნა.- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი მარკეტის ტიპის კვების ობიექტი. ე.წ. Convenience store - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ, სმარტისა და ვისოლ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გახსნეს. აეროპორტში ახლადგახსნილი ,,სმარტის’ ობიექტი იმერეთის რეგიონში რიგით მესამეა, ხოლო საქართველოს მასშტაბით ვისოლ ჯგუფის 28-ე სუპერმარკეტი. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სმარტის ფილიალში 15 ადგილობრივი დასაქმდა. ,,მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის განახლებულ აეროპორტს საერთაშორისო ბრენდების გარდა, ქართული ბრენდებიც ემატება. დღეს აეროპორტის სივრცეში გაიხსნა სმარტის სრულიად ახალი ფორმატის სუპერმარკეტი, რომლითაც სარგებლობა აეროპორტის მგზავრების გარდა, სხვა მსურველებსაც შეეძლება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის რიგით მესამე ობიექტი, სადაც ,,ვისოლ ჯგუფმა“ იმერეთის რეგიონის მასშტაბით სმარტი გახსნა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახალგახსნილ ობიექტზე მთლიანად ადგილობრივები არიან დასაქმებულები-," განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. 24 საათიანი ,,სმარტი’’ ქუთაისის აეროპორტის მოფრენის საერთო სივრცეში მდებარეობს, მისი ლოკაციიდან გამომდინარე, ობიექტის სერვისით სარგებლობა, როგორც მომფრენ და გამფრენ მგზავრს, ისე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ,,სმარტი“ მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტში ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტებს, ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეულსა და „ტრუჩილოს“ იტალიურ ყავას სთავაზობს. „მოხარული ვართ, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ფონისა ქვეყანაში, „სმარტისთვის“ როგორც გასული, ისე მიმდინარე წელი ქსელის განვითარების აქტიური პერიოდია. უფრო მეტიც, მომავალი სამი წლის განმავლობაშიც „სმარტი“ კიდევ 30-მდე ახალი ფორმატის სუპერმარკეტს გახსნის „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. „სმარტი“ ერთგული მომხმარებლებისთვის საყვარელი ბრენდია, რომელსაც მალე საქართველოს ყველა კუთხეში ვიხილავთ“, - განაცხადა „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „სმარტის“ გარდა დეკემბრის ბოლოს „ვისოლ ჯგუფის“ კიდევ ერთი ობიექტი, ამერიკული რესტორანი „დანკინიც“ გაიხსნება. რესტორანმა აეროპორტში მუშაობა პანდემიის პირველი ტალღის დროს შეაჩერა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)