07:15 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 16:10:58, 479 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი - მშპ-ს 9.1% დაიხარჯება

2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი - მშპ-ს 9.1% დაიხარჯება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას. ანიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იუწყება.

მისი თქმით, საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტზე მაღალი იყო.

ჯამში, 2022 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 5 მილიარდ 884 მილიონი ლარი, მათ შორის:

• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 187 მილიონი ლარი, საიდანაც:

• 506 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ;

• 300 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან;

• 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული ევროკავშირთან საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში საპილოტე რეგიონებში დაგეგმილი პროექტების დასაფინანსებლად;

• 240 მლნ ლარის პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში;

• ერთ მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტების შემოსავლების ფარგლებში;

•  საგზაო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია მილიარდ 853 მილიონი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე მიიმართება მილიარდ 187 მილიონი ლარი;

• წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 415 მილიონი ლარი;

• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 305 მილიონი ლარი;

• მთის კურორტების განვითარებისთვის გამოყოფილია 270  მლნ ლარი;

• ენერგოინფრასტრუქტურაზე, ჯამში, მიიმართება 150 მილიონი ლარი, მათ შორის, 70 მილიონი ლარი გათვალისწინებულია გაზიფიცირების სამუშაოებისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics