11:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 16:46:32, 658 ნახვა

პოლიტიკა
აკაკი მინაშვილი – მიხეილ სააკაშვილი გაცილებით სუსტადაა, მას საკვების 80%–ის მიღება, უბრალოდ არ შეუძლია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მინაშვილმა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ექს–პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმებულია და ის ამ დროისთვის, საკვების 80%–ს ვერ იღებს.

„მინდა გითხრათ, რომ ის გაცილებით სუსტადაა, ვიდრე ჩემი წინა ვიზიტის დროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო. ბუნებრივია, იგი არის წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამას ამბობენ ვინც იქ შედის, ექიმებიც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, სახალხო დამცველიც და ყველა ეს დოკუმენტი და ანგარიში პირდაპირ აცხადებს, რომ სერიოზული დარღვევები იყო მის საქმეში. ჩვენ ვხედავთ ექიმების განცხადებებსაც, რომ აქ არ არის მკურნალობის ის პირობები, რომელიც იქნება ეფექტური იმ პრობლემის დასაძლევად, რომელიც მას აქვს ამ ტრამვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად. მე პროფესიულად ვერ შევალ მის კვებასთან დაკავშირებით საკითხში, თუმცა ფაქტი შემიძლია გითხრათ, საკვების 80% უბრალოდ იყრება, მას არ შეუძლია მათი მიღება. ველოდებით სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისა და ორგანიზაცია „ემპათიის“ დასკვნებს“, - აღნიშნავს აკაკი მინიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics