18:14 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-12 11:51:14, 837 ნახვა

ეკონომიკა
რუსეთში ინფლაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთში ინფლაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ტელეკომპანია "დოჟდის" ცნობით,  ფასები საშუალოდ 8,5%-ით გაიზარდა . სასურსათო პროდუქტების ქვითარი კიდევ უფრო იზრდება. ხორცი და ფრინველი 18,5%-ით გაძვირდა, ქათამი 31%-ით, კვერცხი და რძე  26,5%-ით. 

შემოდგომის ბოლო თვეში სერვისებზე ფასებმა უფრო სწრაფად დაიწყო ზრდა: გასული წლის ნოემბრისთვის მათზე ფასები 5,2%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის დეკემბრის შემდეგ. ოქტომბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომსახურებაზე ფასების ზრდამ 4,4% შეადგინა. 2021 წლის ოქტომბერ ნოემბერში მომსახურების ღირებულების ზრდა  8,2% დაფიქსირდა.

ნოემბერში სურსათზე ფასები ოდნავ ნაკლები გაიზარდა, ვიდრე ოქტომბერში - 10.8%-ით 10.9%-ის წინააღმდეგ (წლიური თვალსაზრისით). არასასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა ოდნავ დაჩქარდა - 8,3%-მდე გასული თვის 8,2%-დან.

რუსეთის ცენტრალური ბანკი იმისათვის, რომ როგორმე გაუმკლავდეს გაძვირებას, ყოველ კრებაზე ზრდის საკვანძო განაკვეთს, ახლა ის უკვე 7,5%-ის დონეზეა და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ არის ლიმიტი. მაგრამ ასეთი ზომები, არ უწყობს ხელს. იმის დაბალანსებას რაც არის ინფლაციის მიზეზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics