18:13 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-11 11:44:54, 907 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა. - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკის, როგორც უმსხვილესი განვითარების პარტნიორის მიერ  ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის პირობებში აზიის განვითარების ბანკმა გაუწია საქართველოს. აღნიშნული ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა, როგორც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსება, ისე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენა.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა პოსტკოვიდურ პერიოდსა და საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. ხაზი გაესვა კერძო სექტორის წარმმართველ როლს ეკონომიკის განვითარების პროცესში და ბანკის როლის გაძლიერებას ამ მიმართულებით.

გარდა ამისა,  მიმოიხილეს ქვეყნისთვის ისეთი სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობა, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის ხევი-უბისას, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთები, ბათუმის შემოვლითი გზა, ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობა აქტიურად გაგრძელდება 2019-2023 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში აზიის განვითარების ბანკის პორტფელი შეადგენს 3,92 მლრდ აშშ დოლარს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics