|
2021-12-09 11:07:53, 428 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ აბუ-დაბიში ქუთაისის აეროპორტის შესახებ პრეზენტაცია გამართა
"საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება“- აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხრიდან მონაწილეობა ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ინგა ბაკურიძემ მიიღო და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორს, ტურისტულ სექტორსა და საელჩოს წარმომადგენლებს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებასა და ქუთაისის აეროპორტის პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. "არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორს გავაცანით საქართველოს საავიაციო ბაზრის აღდგენის დინამიკა, ასევე ცალკე გამოვყავით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სულ მალე აბუ-დაბის საჰაერო გზით დაუკავშირდება. ვისაუბრეთ განახლებული აეროპორტის შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე. ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ბაზარი საქართველოში მზარდია. რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან იქიდან ჩამოსული ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩებიან,-" განაცხადა ინგა ბაკურიძემ. 15 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება - აბუ-დაბი ემატება. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უცხოელი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, პრეზენტაციის შემდეგ ქართულ ტურისტულ სექტორსა და საამიროების ტურისტულ სექტორს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)