2021-12-08 19:38:20, 511 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლთა და მშვიდობიან მოქალაქეთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას დევნილთა სააგენტო იუწყება.
უწყების ცნობით, დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
„1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,