15:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 17:45:45, 586 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაძე კალაძეს - მოიპარეთ 60 მლნ ლარი, მაინტერესებს, შემდეგი ტენდერიდან რამდენი მილიონის მოპარვას აპირებთ?

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯომარე ირაკლი ნადირაძე და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ირაკლი ნადირაძემ კალაძეს შეკითხვით მიმართა, თუ რამდენი მილიონი ლარის მოპარვას აპირებდა დედაქალაქის მერი მომდევნო ტენდერებიდან.

„მოიპარეთ 60 მილიონი ლარი. მე მაქვს კითხვა, თქვენ ბრძანეთ, რომ მომავალ წელსაც აპირებთ ავტობუსების ყიდვას, რაც ბიუჯეტის პროექტშიც არის ჩადებული. მე მაინტერესებს, შემდეგი ტენდერიდან რამდენი მილიონი ლარის მოპარვას აპირებთ? სამართლიანია, რომ თქვენ ამდენი კორუფციული ფაქტისა და სკანდალის შემდეგ, აქ იყოთ, მთავრობას ამტკიცებდეთ, ხოლო ქვეყნის მთავარი რეფორმატორი - მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში. მაგიტომ გინდათ ივანიშვილის გუნდი, რომ ფულები იშოვოთ, გამდიდრდეთ და მილიონებს დამატებით მილიარდები და მილიონები შემატოთ“, - მიმართა ნადირაძემ.

საპასუხოდ, დედაქალაქის მერმა ნადირაძე ოპოზიციიდან საკრებულოს ყოფილ წევრს, ლევან ხაბეიშვილს შეადარა და შემდეგი სიტყვებით მიმართა - ,,დაჯექი, ორიანი".

„ჩვენ გვაქვს საუკეთესო მოცემულობა. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზად იყო წოდებული, ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა. ასე რომ, მივცეთ იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ გავერთოთ... დაჯექი ორიანი“, - უპასუხა კალაძემ ნადირაძეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics